ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა "რუსულს" იტყოდა - როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს

მათი "არგუმენტი" იყო, ეს არის „რუსული კანონი“, „რუსულში ასე წერია“, „თქვენთანაც ასე ხომ არ წერია“, ანუ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა "რუსულს" იტყოდა, - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებს.

მისი განცხადებით, ერთადერთი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის მიხედვით ევალებათ, არის ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციის შევსება, თუმცა, ოხანაშვილი ვარაუდობს, რომ გარკვეული თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და კანონის მოწინააღმდეგეები გადაფარებული არიან შავ ფულს.

"ერთადერთი, რაც ამ ორგანიზაციებს ევალებათ, ეს არის ყოველწლიურად, მომდევნო წელს წინა წლის, საფინანსო დეკლარაციის შედგენა, რა თანხები მიიღეს, მიზნობრიობა როგორი იყო, რაში დაიხარჯა კონკრეტულად. შემოსულა ჩვენს ქვეყანაში თანხები, რომლებიც დახარჯულა არამიზნობრივად და როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს