სერგო ჩიხლაძე - საქმე გვაქვს „ქართული ოცნების“ მორიგ „ვირეშმაკობასთან“ - უმრავლესობა ცდილობს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი უცებ შემოაცუროს, მით უმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება

ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი „ვირეშმაკობა“ - რა თქმა უნდა, ლეგიტიმური ეჭვია, რომ ეს არის იმისთვის გაკეთებული, რომ უცებ შემოაცურონ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის] მესამე მოსმენაც, მით უმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტში 10 მაისს, უქმე დღეს იურიდიული კომიტეტის ჩანიშვნას.

ჩიხლაძის თქმით, ის საკითხები, რაც ჯერჯერობით 10 მაისს ჩანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგშია შეტანილი, გადაუდებელი არ არის, რომ მაინც და მაინც დასვენების კვირაში და პრემიერის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეს ჩაინიშნოს.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, “ქართულ ოცნებას” ეს სჭირდება იმისთვის, რომ უცებ მიიღონ კანონი, რადგან მათ არ სურთ პროტესტის მოსმენა რუსთაველსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“ეს არის “ქართული ოცნების” მორიგი “ვირეშმაკობა”, როდესაც თავისივე პრემიერის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეს, დილის 9 საათზე ნიშნავ კომიტეტს. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოიყვანოს პარლამენტის თანამშრომლები და დასვენება - დასვენება არ არის. ის საკითხები, რაც ჯერჯერობით [დღის წესრიგშია] შეტანილი, გადაუდებელი არ არის, რომ მაინც და მაინც დასვენების კვირაში და პრემიერის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეს ჩაინიშნოს. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური ეჭვია, რომ ეს არის იმისთვის გაკეთებული, რომ უცებ შემოაცურონ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის] მესამე მოსმენაც, მითუმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ეს არის პროცედურული, განხილვა არ ხდება და შესაძლოა, რომ 10 წუთში დამთავრდეს ეს მოსმენა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ეს არის იმისთვის გაკეთებული, რომ იმავე ან წინა დღეს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დააყენოს ეს საკითხი.

ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ უცებ მიიღონ [კანონი], რადგან მათ არ სურთ პროტესტის მოსმენა რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაგრამ ეს მათი “მოკლე ჭკუით” მიღებული გადაწყვეტილებაა, რადგან პროტესტი იქნება საღამოსაც, სესიის დროსაც, ვეტოს დაძლევის დროსაც და არამხოლოდ თბილისში, არამედ ყველა დიდ ქალაქში. ამიტომ ეს არის “ქართული ოცნების” “ვირეშმაკული” გადაწყვეტილება, რომელიც მათ სჩვევიათ”, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციისთვის, 10 მაისს, უქმე დღეს, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. დღის წესრიგის მიხედვით კომიტეტზე 10 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი არ განიხილება.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება