სალომე სამადაშვილი - ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მიხვდეს, რა სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რადგან მეგობრები გაფრთხილებებს არ იძლევიან ცარიელ ადგილზე

დღეს, როდესაც ჩვენი საუკეთესო მეგობრები გვეუბნებიან, რომ „რუსული კანონის“ მიღება ქვეყანაში ფაქტობრივად 180 გრადუსით შეცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს და შეუძლებელს გახდის ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნას, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მიხვდეს, რა სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რადგან მეგობრები ასეთ გაფრთხილებებს არ იძლევიან ცარიელ ადგილზე,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველოს პარტნიორების მხრიდან გზავნილების მიუხედავად ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მიიღებს, ეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციური გზის საბოტაჟი იქნება.

„უკვე მრავალი წელია, შვედეთი საქართველოს ყველაზე სანდო მოკავშირეა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, მათ შორის აქტიურად უჭერდა მხარს ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დღეს, როდესაც ჩვენი საუკეთესო მეგობრები გვეუბნებიან, რომ „რუსული კანონის“ მიღება ქვეყანაში ფაქტობრივად 180 გრადუსით შეცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს და შეუძლებელს გახდის ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნას (ნახეთ, რომ სერიოზულად დაიწყო ევროპულ დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის შეჩერების განხილვა) ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მიხვდეს, რა სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რადგან მეგობრები ასეთ გაფრთხილებებს არ იძლევიან ცარიელ ადგილზე. ისინი სერიოზულად არიან შეშფოთებულები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით. ნათელია, რომ ამ გზავნილებს მოისმენს მათგან დღევანდელი ხელისუფლება და მას შემდეგ თუ მაინც გააგრძელებენ ამ კანონის მიღებას, უნდა გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ საბოტაჟთან ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური გზის, რაც ევროკავშირთან ამ ქვეყნის გაწევრიანებას შეეხება“,- განახადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გეგმა საქართველოს იზოლაციაში მოქცევაა, რასაც „ქართული საზოგადოება და დასავლელი პარტნიორები შეეწინააღმდეგებიან“.

„შვედეთი არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მათ მიერ განხორციელებული ძალიან დიდი დახმარება ქვეყანაში გამოიყენება მცირე ბიზნესის განსავითარებლად, განათლების სისტემის რეფორმისთვის, ყველა იმ საკითხზე სამუშაოდ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ. სწორედ ამ დახმარებას ებრძვის დღეს რუსეთის დავალებით ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანაა, ქვეყანა მოაქციოს სრულ იზოლაციაში დასავლეთიდან, რომ ეს იზოლირებული საქართველო მარტივად გახდეს პუტინის ლუკმა. ეს არის ივანიშვილის გეგმა და ამას შევეწინააღმდეგებით როგორც ქართული საზოგადოება, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორები“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი