აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ - ადგილზე მომიტინგეებს პოლიციის კორდონი დახვდათ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.

აქ მათ სამართალდამცველების კორდონი დახვდათ მობილიზებული.

აქციის ორგანიზატორებმა პოლიციელებს მიმართეს:

“ვიცით, ძალიან ბევრს აქ დგომა არ გსურთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი გულანთებული პატრიოტია. გთხოვთ, თქვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროთ.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დავეხმაროთ, რომ ისინი სახელმწიფოს მიჯაჭვული აღარ იყვნენ. არ არის აუცილებელი, რომ ოჯახებში ლუკმა-პურის შესატანად თქვენი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოთ. გვაქვს კავშირი სხვადასხვა კომპანიასთან და გათავისუფლების შემთხვევაში, თქვენ შესაბამის ანაზღაურებას გადაგიხდიან, ზოგიერთი თქვენგანი კომპანიებშიც დასაქმდება. გთხოვთ, ამაზე იფიქროთ”, - მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა სამართალდამცველებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს