რიკარდ იოზვიაკი - შესაძლოა, ევროკომისიამ მალე ინფორმაცია გაავრცელოს, როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს

შესაძლოა, მალე კომისიამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელოს, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

„გუშინ ბრიუსელში, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ელჩების დონეზე დებატები გაიმართა. 26-მა წევრმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა. უნგრეთი ჩუმად იყო. შესაძლოა, მალე ევროკავშირმა განცხადება და კომისიამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელოს, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს“, - წერს რიკარდ იოზვიაკი X-ზე.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა