რომან გოცირიძე - მთავრობამ გადაწყვიტა, საპენსიო სააგენტოში აკუმულირეული 5 მლრდ ლარი ისეთ პროექტებში დახარჯოს, რომელიც დიდი რისკის შემცველია - ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული

დღეისათვის საპენსიო სააგენტოში 5 მლრდ ლარი არის აკუმულირებული და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს ფული დახარჯოს ისეთ პროექტებში, რომელიც არის დიდი რისკის შემცველი და რომელსაც მარტივად თუ ვიტყვით, პოლიტიკური და კორუფციული სუნი ასდის - ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში დაანონსებული ცვლილები შეაფასა.

მისივე თქმით, ეს ფული შეიძლება ჩაიდოს ისეთ პროექტებში, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ამ ფულის დაკარგვა, ან მისგან მიღებული შემოსავლის შემცირება.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, "ევროოპტიმისტები" ალტერნატიულ კანონპროექტს ამზადებს.

"საპენსიო დანაზოგები არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის მიერ საკუთარი შრომით შექმნილი და ის უნდა მოხმარდეს მათ მშვიდ სიბერეს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ეს თანხები აღმოჩნდეს რისკის ქვეშ. დღეისათვის, 5 მილიარდი ლარი არის აკუმულირებული და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს ფული დახარჯოს ისეთ პროექტებში, რომელიც არის დიდი რისკის შემცველი და რომელსაც მარტივად თუ ვიტყვით, პოლიტიკური და კორუფციული სუნი ასდის. ამ ცვლილებების მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ ფონდის მართვა მთლიანად გადადის მთავრობის ხელში, ჩამოცილებულია პარლამენტი, უცხოელი სპეციალისტები. ეს ფული შეიძლება ჩაიდოს ისეთ პროექტებში, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ამ ფულის დაკარგვა ან მისგან მიღებული შემოსავლის შემცირება. ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული. ჩვენ ვამზადებთ ალტერნატიულ კანონპროექტს და მალე წარმოგიდგენთ," - განაცხადა გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა