შალვა პაპუაშვილი - ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ნირი და ხასიათი, ზიზღი, ადამიანის დეჰუმანიზაცია, რის დამკვიდრებასაც ისინი საზოგადოებაში ცდილობენ

ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ნირი და ხასიათი, ზიზღი, ადამიანის დეჰუმანიზაცია, რის დამკვიდრებასაც ისინი საზოგადოებაში ცდილობენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს.

პაპუაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზიზღის ნორმალიზებას ცდილობს, რაშიც ახალგაზრდებს იყოლიებს.

„უკვე ისე ხდება, რომ საერთო ჯამში ეს ზიზღი, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ჩაბუდებული, საჯაროდაც კი იმდენი გადმოდის, რომ ასეთი სახის ფარულ, თუ სხვანაირ ინფორმაციებზე, რაც გამოდის, უკვე თითქოს, რეაგირებაც რთულია. ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ნირი და ხასიათი, ზიზღი, ადამიანის დეჰუმანიზაცია, რის დამკვიდრებასაც ისინი საზოგადოებაში ცდილობენ. ზიზღი სხვა ადამიანების მიმართ და დეჰუმანიზაცია, რაც მათი ლოკალური ნიშანი იყო - უნდათ, ნორმალიზირდეს და ჩვეულებრივი ადამიანები, მოქალაქეები და განსაკუთრებით, ახალგაზრდები ამ ზიზღში ჩაიყოლონ.

სამწუხაროდ, ვხედავთ, ახალგაზრდობა, ან ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში რაღაცას არ იკადრებდნენ, დღეს ამას კადრულობენ, იმ მორალური, თუ ეთიკური ურთიერთობის წესების გარკვეულ ზღვარს ლახავენ, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ტრადიციულად არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც საუბარია, რომ სავარაუდოდ, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე საუბრობენ. ასევე, მეორე ჩანაწერში სავარაუდოდ, აკაკი მინაშვილსა და ნიკა ფარულავას ნიკა გვარამიაც უერთდება, რომელიც საქართველოში აშშ-ს ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება