სალომე სამადაშვილი - შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნება“ ოფიციალურად „ოხლოკრატიულ“ პარტიად გააფორმა

შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნება“ ოფიციალურად „ოხლოკრატიულ“ პარტიად გააფორმა - „ოხლოკრატია“ ბრბოს მმართველობას ნიშნავს და ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო აღარ არსებობს! “რუსული ოცნების“ ხელისუფლება ტუტუშკების მიქსევით მართვაზე გადავიდა! - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს “ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მმართველი პარტიის ინიციატივის შეფასებისას განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, ეს ყველაფერი იმას მოასწავლეებს, რომ არსებული ხელისუფლების დასასრული ძალიან ახლოს არის.

“გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეული ფაშიზმის ელემენტებს ატარებს, აჩვენებს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ჩამოაქცია. პარტია “ქართული ოცნება“ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აკონტროლებს. სახელმწიფო ინსტიტუციები კი ამ ქვეყანაში იმისთვის არსებობს, რომ თუ კონკრეტულ დანაშაულს აქვს ადგილი, ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

ქართველ ხალხს კანონის უზენაესობა, სიმშვიდე და წესრიგი სჭირდება, რათა 30 წლის წინ არჩეულ გზაზე სიარული გავაგრძელოთ, რაც ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას, ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს. ეს ყველაფერი ტიტუშკებით მართულ სახელმწიფოში არის შეუძლებელი.

შალვა პაპუაშვილი ვერავის დააშინებს! - მათ ამ სიაში საქართველოს მოქალაქეების 90%-ის შეყვანა მოუწევთ, რადგან ამ ქვეყნის 90% ევროპულ მომავალს ირჩევს, რომელსაც ტიტუშკების ხელით ვერავინ წაართმევს.

რუსული მმართველობის წინააღმდეგ არსებული პროექტის ტალღა მხოლოდ გაძლიერდება და დასრულდება იმით, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნებზე ძალიან მძიმე კრახს განიცდის. ეს იქნება კრახი, რაც არათუ მათ ოპოზიციაში გადასვლას შეიძლება ნიშნავდეს, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმას, “ქართულმა ოცნებამ“ როგორც პარტიამ შეიძლება თუ არა არსებობა გააგრძელოს, რადგან დღეს ანტისახელმწიფოებრივ პარტიად ჩამოყალიბება გააფორმეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარტიული სტრუქტურების მეშვეობით დაიწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, "რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს". პაპუაშვილის თქმით, მონაცემთა ბაზა სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია