სალომე სამადაშვილი - როდესაც ქუჩაში ათობით ათასი გაბრაზებული მოქალაქე გამოდის, სუს-ი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სისულელეს ავრცელებს - სუს-ის მეთოდები მოძველდა და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის

როდესაც ქუჩაში ათობით ათასი გაბრაზებული მოქალაქე გამოდის, სუს-ი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სისულელეს ავრცელებს - სუს-ის მეთოდები მოძველდა და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის. დღევანდელი დღის შემდეგ, “ქართული ოცნება“ მხოლოდ დაცინვის ობიექტია, - ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები კორუმპირებულ რუსულ რეჟიმს იაფფასიანი, მოსკოვში დაწერილი სცენარით სახელმწიფოს გაუქმების უფლებას არ მისცემს.

“სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის “რუსული ხელისუფლების“ პირობებში სუს-ი რუსეთის სპეცსამსახურების ქვედანაყოფად გადაიქცა, რომელიც რუსულ ინსტრუქციებს ასრულებს. როგორც ჩანს, ახლაც ინსტრუქტაჟი მიიღეს, რომ ეს ძალიან გულწრფელი და მასობრივი პროტესტი პოლიტიკური ძალების მხრიდან გადატრიალების მცდელობად მონათლონ.

სუს-ს ინსტრუქციები დაუძველდა - “ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, უფროსებს რუსეთში განახლებული ინსტრუქტაჟის გამოგზავნა სთხოვოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, "რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში".

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, "აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი". მათივე განცხადებით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.

უწყების ცნობითვე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები წარმოადგენენ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს