თინა ბოკუჩავა - ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები - ჰგონია, რომ ამით შეაშინებს ახალგაზრდებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს, ეს უფრო მეტად მოახდენს ჩვენს კონსოლიდაციას

რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები. კონკრეტულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რასაც მოჰყვა ის უსასტიკესი ფიზიკური ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ, როდესაც მას სასიკვდილოდ იმეტებდნენ ივანიშვილის დავალებით სპეცსამსახურები და ახლა დიმა ჩიქოვანის მიმართ ფიზიკური ძალადობა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქით, მათ ჰგონიათ, რომ ახალგაზრდებს შეაშინებენ, თუმცა აღნიშნულის შედეგი იქნება კონსოლიდაცია "რუსული რეჟიმის წინააღმდეგ".

„რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები. რუსთაველის გამზირზე, სადაც პრაქტიკულად იკრიბებიან თავისუფალი და თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს, მათ დაუანონსა კონკრეტულად რეპრესიები, კონკრეტულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ამას მოჰყვა ის უსასტიკესი ფიზიკური ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ, როდესაც მას სასიკვდილოდ იმეტებდნენ ივანიშვილის დავალებით სპეცსამსახურები და ახლა დიმა ჩიქოვანის მიმართ ფიზიკური ძალადობა და ასევე, უამრავი ახალგაზრდა მიმართ, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური კუთვნილება, არ არიან არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილმა დააანონსა რეპრესიები და ჰგონია, რომ ამით შეაშინებს ახალგაზრდებს, ან შეაშინებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს და ამას ექნება მხოლოდ და მხოლოდ უკუეფექტი, ეს უფრო მეტად მოახდენს ჩვენს კონსოლიდაციას, იმას რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, არა მხოლოდ რუსული კანონის წინააღმდეგ, არამედ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს