ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად უნდა გადავცეთ ერთიანი ევროპა, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერ ჰიტლერი და ვერც პუტინი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შთამომავლებს უნდა გადასცენ ერთიანი და მშვიდობიანი ევროპა, რომელსაც ვერც დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი დაარღვევს და ვერც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს რუსეთის ეს ომი, რომელიც გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ რომლის სამიზნე მთელი ევროპა, ევროპული ერთობა, მთელი ევროპული პროექტია. თითოეული თქვენგანი ხედავს, რომ პუტინი მოვიდა ჩვენს მიწაზე ისევე, როგორც ჰიტლერი მივიდა სხვა ერების მიწებზე - დანაშაულებრივად, არაპროვოცირებულად და აბსოლუტურად საშინლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ არ გამოავლინოს სისუსტე თავის გადაწყვეტილებებში.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, ევროპა არის ერების, თემების, ღირებულებების და მილიონობით ძალიან განსხვავებული ადამიანის ნებაყოფლობითი გაერთიანება - და ეს არის მისი რეალური ძალა.

„ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ამ სიძლიერის გაზრდა, ვიზრუნოთ ჩვენს კონტინენტზე სიცოცხლისა და საერთო ღირებულებების დაცვაზე, რათა ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად გადავცეთ მთელი ევროპა - მშვიდობიანი, ერთიანი ევროპა, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერ ჰიტლერი და ვერც პუტინი. მათ შეუძლიათ ევროპას მშვიდობის წლები მოჰპარონ, მაგრამ არა ჩვენი საერთო ბედი - მათი ბედი, ვინც ამარცხებს ბოროტებას, იცავს სიცოცხლეს და აფასებს მშვიდობას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის