ანა ნაცვლიშვილი - ყველა ღირსეული დიპლომატის, ყველა ღირსეული ადამიანის ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ არ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ღალატში

დიპლომატიურ კორპუსში არაერთი ღირსეული ადამიანია და ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და დადგებიან არა რუსეთზე გაყიდული ხელისუფლების, არამედ ქართული სახელმწიფოს მხარეს, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობას დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ღირსეული ადამიანის ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ სახელმწიფოს ღალატში არ მიიღოს მონაწილეობა.

“მივესალმები მის ამ ნაბიჯს. ეს არის ღირსეული პროფესიონალის გადაწყვეტილება. დღეს, როდესაც წყდება საქართველო გააგრძელებს არსებობას, როგორც საქართველო თუ დაბრუნდება რუსულ ჭაობში, ყველა ღირსეული დიპლომატის, ყველა ღირსეული ადამიანის ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ არ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ღალატში, ამიტომ ველი საჯარო უწყებებში, ასევე დიპლომატიურ კორპუსში არაერთი ღირსეული ადამიანია და ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და დადგებიან არა რუსეთზე გაყიდული ხელისუფლების, არამედ ქართული სახელმწიფოს მხარეს”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება