პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

დაცვის მხარე 5 ათას ლარიან გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებში ნათლად არის ასახული ორივე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება.

მისივე თქმით, ბრალდებულმა დაასახელა იმ პირების ვინაობა, ვინც აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ფული გადაუხადა.

„მოცემულ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება. მათ შორის წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერები, რომელიც გადაღებულია არაერთი კომპანიის მიერ და გამოთხოვილია არაერთი კომპანიიდან. ვიდეოჩანაწერებში ნათლად არის ასახული ორივე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება. ვიდეოჩანაწერებში ჩატარებულია ექსპერტიზები და დადგენილია, რომ პირები, რომლებიც არიან აღნიშნულ ვიდეოში, არიან ნამდვილად ბრალდებულები.

ერთ-ერთი ბრალდებული აღიარებს კიდეც დანაშაულს. ასევე მიუთითებს იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა მას დაავალეს გარკვეული ქმედების განხორციელება.

გარკვეულმა პირებმა აღნიშნული ქმედებების გამო გადაუხადეს თანხა და ამის გამო განახორციელეს ქმედება, რაზე გამოძიება მიმდინარეობს“, - პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, პარლამენტთან, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს