ისრაელმა რაფაჰიდან გაშვებული ორი რაკეტა ჩამოაგდო

ისრაელის რკინის გუმბათმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის ტერიტორიიდან გაშვებული ორი რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მანამდე, პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წუხელ ისრაელის ძალებმა რაფაჰი დაბომბეს.

რაფაჰში მოსახლეობა და მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის სახმელეთო ძალების მიერ მეჩეთის მახლობლად განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, ქალაქის საბრას რაიონში ისრაელის საჰაერო თავდასხმას კი სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა