დიმიტრი სამხარაძე ზურაბ ჯაფარიძეს - ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს ის იყოს უკანასკნელი კაცი! - შენ გინდა ბიჭო, შვილი მომიკლა? - შენთან მოვალ, გთხოვ მესროლე, საბაბი რომ მქონდეს და საპასუხო ცეცხლი გაგიხსნა!

24 საათიც არ დამჭირდა, რომ გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი! გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-თან, რომელიც „გირჩის“ წევრია! ოპოზიციის საერთო "ჩატებში" რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები, „გირჩს“ დაავალეს დიტო სამხარაძის და მისი ოჯახის წევრების ბულინგიო! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სამხარაძე აცხადებს, მის შვილს ლიკვიდაციით ემუქრებიან.

სამხარაძის ინფორმაციით, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელმა, რომელთანაც მას საუბარი ჰქონდა, განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახის წევრების ბულინგის დავალება მიიღეს.

„24 საათიც არ დამჭირდა, რომ გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი! გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-თან, რომელიც გირჩის წევრია! ოპოზიციის საერთო "ჩატებში" რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები, „გირჩს“ დაავალეს დიტო სამხარაძის და მისი ოჯახის წევრების ბულინგიო! 20-მდე აქტივისტმა მზაობა გამოვთქვით, შენთან და შენი ოჯახის წევრებთან დაგვერეკა ან „ესემესი“ მოგვეწერაო! ჩვენს "ჩატში", ტექსტს და სავარაუდო საუბრის შინაარსს უშუალოდ ზურა ჯაფარიძე იწერებოდაო! შენთან მიმართებაში უფრო „ესემესების“ მოწერა დაგვავალესო! არ ვიცი, რომელმა მოგწერა შენს შვილზე, დაგვავალეს გაგვემწარებინე, ოჯახის წევრების ბულინგი მნიშვნელოვანიაო, რომ ჩამოიშალონ და უკან დაიხიონო! შეშინებული იყო და აგინებდა ზურა ჯაფარიძეს და „გირჩელებს“, შარში გამხვიეს და მიმატოვესო! კიდევ ბევრი სასარგებლო ინფორმაციაც მომაწოდა! ახლა თხოვნა მაქვს, იქნებ ზურა ჯაფარიძეს გადასცეთ! ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს ის იყოს უკანასკნელი კაცი! გუშინ "უბლატავია", იარაღით დავდივარო. მეც იარაღით დავდივარ, როდესაც შენთან მოვალ, გთხოვ მესროლე, საბაბი რომ მქონდეს და საპასუხო ცეცხლი გაგიხსნა! შენ გინდა ბიჭო შვილი რომ მომიკლა? შენს სისხლს დავლევ! შენ თუ შენი ქუდის მეპატრონეებმა გიშველონ ან გაგვასწრო მე ვიყო „ნაცი“!" - წერს დიმიტრი სამხარაძე.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი