ევროპული ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი - ვიღებთ ბევრ ზარს, შეკითხვას - კომპანიები ცდილობენ გაიგონ, რა ხდება და სად მივდივართ

უამრავ სატელეფონო ზარს და შეკითხვას ვიღებთ, რადგან კომპანიები ცდილობენ, გაიგონ, რა ხდება და საით მივდივართ. თუკი კომპანია ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შეაჩერებს, ეს 4-5 წლით უკან დაბრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში (EBA) ვიცე-პრეზიდენტმა, ირინა საკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციები ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კომპანიების უმეტესობას ინვესტიციის განსახორციელებლად გადაწყვეტილების მისაღებად დაახლოებით 2,3,4 წელი სჭირდებათ. ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა ფაქტორებზე. საქართველო ნამდვილად ინვესტიციების ბუმს განიცდიდა, აქ წარმოდგენილები არიან ევროპული კომპანიები, ძალიან გამჭვირვალე ფინანსური კანონის წყალობით, რომელიც არის ესტონური მოდელის კანონი. რაც შეეხება ამ კანონს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“], უამრავ სატელეფონო ზარს და შეკითხვას ვიღებთ, რადგან კომპანიები ცდილობენ, გაიგონ, რა ხდება და საით მივდივართ. თუკი კომპანია ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შეაჩერებს, ეს 4-5 წლით უკან დაბრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა ირინა საკიმ.

მისი თქმით, ხუთი თვის წინ ყველა ზეიმობდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა, ხუთ თვეში განვითარებულმა არასტაბილურობამ მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყნის იმიჯი.

„იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო კომპანიების უმრავლესობისთვის საქართველო იყო ჰაბი კავკასიის რეგიონში და კომპანიების უმეტესობა ღებულობდა გადაწყვეტილებას, სათავო ოფისი საქართველოში ჰქონოდა, არსებული ვითარების გამო, ზოგიერთი კომპანია თავისი გადაწყვეტილების ხელახლა განიხილავს და ბიზნესის გადატანას ცდილობს“, - აღნიშნა ევროპული ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში