მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას - ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ, დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება

ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირების, მუქარის, თავდასხმების პროვოცირებას, ძალადობას ახორციელებს „ქართული ოცნება" თავისი ოფიციალური თუ არაოფიციალური სტრუქტურებით, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ასე იწყებოდა 90-იანებში საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, „რაც საბოლოოდ გამოუსწორებელი ტრაგედიით დამთავრდა, ქართველმა ქართველს ესროლა, მოხდა სამოქალაქო ომი“.

„რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციის ანალოგი ხდება ახლაც. ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას. ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ.

დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება, იქ, სადაც ჩვენი შვილები დგანან, იქ, სადაც თავისუფლება და დამოუკიდებლობაა“, - წერს ხაზარაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს