პრემიერი - ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები - ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის

მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში.

„მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, მათ შორის ბოლო შეხვედრების შემდეგ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ახლა მზაობა კანონის ნორმებთან დაკავშირებით დისკუსიისთვის. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს. ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. როცა ვეტო შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის, დისკუსიისთვის, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა. ბოლო ტენდენციები რაც არის, არის კარგი, ვხედავთ კონსტრუქციულობის ელემენტებს. თუ მანამდე იყო მხოლოდ ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ვარგა და რატომ არ ვარგა ვერ გავიგეთ, არ იყო არანაირი კონკრეტიკა, ახლა უკვე ვხედავთ მეტ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შემოვიდნენ კონკრეტული განხილვაში კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე