რომან გოცირიძე „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე - ეს კანონი არის ნაგავი! არავითარი ჩასწორებები, ის უნდა გაუქმდეს! - შავი დღე ელის ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”

როცა პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნების გარეშე ვეტოს წარმოადგენს და ამ კანონს [„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“] მთლიანად დაბლოკავს, ხელისუფლება დემაგოგიას მიმართავს და შეეცდება პრეზიდენტს გადააბრალოს რუსული კანონის პარლამენტის მიერ მიღებული სახით ამოქმედება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ტელეწამყვანებთან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, კანონში არავითარი ჩასწორებები არ უნდა მოხდეს და ის მთლიანად უნდა გაუქმდეს.

„რა გავიგეთ კობახიძის გუშინდელი პრეს-კონფერენციიდან? - თურმე, კანონს მესამე მოსმენით მაინც მიიღებენ, მერე პრეზიდენტმა უნდა დაადოს ვეტო, დაწეროს ისეთი შინაარსის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც მოეწონება ბიძინა ივანიშვილს და ამის მერე შეიძლება გაითვალისწინონ ეს შენიშვნები. ამას ეუბნებიან თურმე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც.

როგორც ვხედავთ, მათი ჭკუით, უკან დასახევ გზას იტოვებენ, ოღონდ ეს დახევა კანონში წვრილმანი ცვლილებების შეტანამდე დაჰყავთ ( სათაურის შეცვლა და ასე შემდეგ).

ეს კანონი არის ნაგავი. იგი არ ექვემდებარება არანაირ გაუმჯობესებას. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, დაადებს ვეტოს, მაგრამ სჯობია ახლავე განაცხადოს, რომ არავითარი შეთავაზება არ იქნება, მასში ცვლილებების შეტანის კუთხით.

როცა პრეზიდენტი ვეტოს წარმოადგენს მოტივირებული შენიშვნების გარეშე და მთლიანად დაბლოკავს ამ კანონს, ხელისუფლება მიმართავს დემაგოგიას და შეეცდება პრეზიდენტს გადააბრალოს რუსული კანონის პარლამენტის მიერ მიღებული სახით ამოქმედება, იტყვის, რომ არ იქნა პრეზიდენტის მიერ ამ კანონის გაუმჯობესების შანსი გამოყენებული. ამიტომ აუცილებელია თავიდანვე იქნას სიცხადე შეტანილი ამ საკითხში - არავითარი ჩასწორებები, ეს კანონი უნდა გაუქმდეს!

შავი დღე ელის ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”. დაუშვეს მიუტევებელი შეცდომა, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასია შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. ამას არ აპატიებს არც ქართველი ხალხი და არ აპატიებენ არც ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, რომელთა პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით ვარსებობთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვიარსებებთ მომავალშიც. “ქართულ ოცნებას” კი მომავალი არა აქვს. მისი ადგილი ისტორიულ სანაგვეზეა“, - განაცხადა გოცირიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო