გიორგი ტყემალაძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ იყო ორგანიზებული, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. მათ საქართველოს ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. ქვეყნის ევროინტეგრაციის აუცილებლობის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემაც გააკეთა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, წელს საქართველო ევროპის დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ხვდება, რაც, მისივე თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ევროპის დღის აღნიშვნას ამჯერად ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან წელს ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ვხვდებით. საქართველო თავისი თვითმყოფადობით ყოველთვის იყო და იქნება ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ხელისუფლებისა და ხალხის ძალისხმევით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სახელმწიფო და სულ მალე, პარტნიორებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ მოგვიანებით „ექსპო ჯორჯიაში“ მოწყობილ ათეას სტენდთან გადაინაცვლა, სადაც საკრებულოს წევრი და ათეას აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძეც იმყოფებოდა.

„ექსპო ჯორჯიაში“ მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას გასცნობოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, ევროკავშირის საქმიანობის მთავარი მიმართულებების შესახებ დისკუსია გაიმართა. გარდა ამისა, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც ჩატარდა, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროპის დღე, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის, 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა, საქართველოში უკვე წლებია აღინიშნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები