ლადო აფხაზავა - აი, მასწავლებლების გაკეთებული შედეგი - ჩვენ ქართველები პატრიოტები გავზარდეთ!

ჩვენ, ქართველ ხალხს, არაფრის გვეშინია - 12 წელია ხელისუფლებაში ხართ და არაფერი გაგიკეთებიათ. ჩვენ ქართველები პატრიოტები მაინც გავზარდეთ, - ასე მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ.

მისივე ინფორმაციით, სტუდენტებმა ორშაბათიდან აუდიტორიებში არ შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

„დღეს ჩვენი ხელისუფლებაა შეშინებული, თორემ თქვენ [აქციის მონაწილეებს] რა გიგავთ შეშინებულის?! ჩვენ, ქართველ ხალხს, არაფრის გვეშინია. ძალიან ბევრმა ეროვნულმა გმირმა შესწირა თავი ამ ქვეყანას. 19 წლის გოგონამ, მარო მაყაშვილმა. სწორედ მარო მაყაშვილია დღეს ევროპა, თქვენ ხართ ევროპა, ჩემო უშიშარო ხალხო! დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დაკავებული. ჩვენ მათთან ვართ. ცოტა ხნის წინ ჩემთან სტუდენტები მოვიდნენ და თქვეს, რომ ორშაბათიდან ისინი აუდიტორიაში აღარ შედიან. დიდი მადლობა, სტუდენტებო! დიდი მადლობა, ქართველებო, ახალგაზრდებო! დადგა მასწავლებლების გაკეთებული შედეგი, აი, მასწავლებლების გაკეთებული შედეგი! 12 წელია ხელისუფლებაში ხართ და არაფერი გაგიკეთებიათ. ჩვენ ქართველები პატრიოტები მაინც გავზარდეთ. წინ ევროპისკენ! ხვალ ისტორიული დღეა, ხვალ 22:00 საათზე საქართველოს უნდა გავუთენოთ, საქართველოს უნდა მოვუფრთხილდეთ. არა რუსულ კანონს! საქართველოს გაუმარჯოს!“- განაცხადა ლადო აფხაზავამ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა