შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეთოთხმეტე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ეხებოდა ისეთ საინტერესო თემებს, როგორებიცაა: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების მეთოდები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, კულტურა და ლიტერატურა.

„წელს, ექვსმა ამერიკელმა განათლების ექსპერტმა კონფერენციის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები; აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს – ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირის გამყარებასა და კვლევის შედეგების პრაქტიკულ რეალიზებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე