IBSU-მ ნორვეგიის ელჩს უმასპინძლა

ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და განათლების, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებების სკოლის დეკანმა, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ შიოშვილმა ელჩს პირადად უმასპინძლეს და უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები გააცნეს.

„სტუდენტებთან შეხვედრაზე ბერგლიოტ ჰოვლანდმა ისაუბრა ნორვეგიაში ქალების როლზე და უფლებებზე; ასევე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

საჯარო ლექცია დედის დღეს მიეძღვნა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება