პაველ ჰერჩინსკი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - თუ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე

ნება მომეცით, გავიმეორო, რაც ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს: იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი, არსებული ფორმით, შეუსაბამოა იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რასაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ვიზიარებთ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, გამოიძებნება გზა იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. მესამე მოსმენა დაგეგმილია შემდეგ კვირაში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კანონპროექტის გაწვევის შესაძლებლობა და თუკი ეს არ მოხდა, ყველა პროცედურული შესაძლებლობის გამოყენება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის არსებული ფორმით მიღება. იმ შემთხვევაში, თუ კანონის მიღება მოხდება, სამწუხაროდ, ევროკავშირს ჩვენ წევრ სახელმწიფოებს, სხვა გზა არ ექნება, გარდა უარყოფითი რეაქციის გამოხატვისა“, - აღნიშნა ელჩმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა