ანტონ ობოლაშვილი - ჩვენი მომავალი - არასრულწლოვანები უნდა გაიზარდონ იმ ტრადიციულ წეს-ჩვევებზე, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას

ჩვენი მომავალი - არასრულწლოვანები უნდა გაიზარდონ იმ ტრადიციულ წეს-ჩვევებზე, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ბორჯომში.

როგორც ანტონ ობოლაშვილმა აღნიშნა, ცვლილებებს საკანონმდებლო დონეზე მისგან, როგორც ერთი პარლამენტარის მხრიდან, აუცილებლად ექნება მხარდაჭერა, ვინაიდან ცვლილება ეხება იმ ძირითად ღირებულებებს, რაზეც ჩვენი საზოგადოება დგას.

„ჩვენ, საქართველო ვართ მცირე ქვეყანა, თუმცა ამაყი, ღირსეული ერი და ეს ორი ძირითადი ფასეულობა, რომელსაც ჰქვია ოჯახური ღირებულება და არასრულწლოვანთა დაცვა, რა თქმა უნდა, არის უმთავრესი საფუძველი, რაზეც ვითარდება ჩვენი საზოგადოება და აუცილებელია ამ ორი ძირითადი ღირებულების დაცვა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და შევიტანოთ ეს ცვლილება კონსტიტუციაში", - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება