პრემიერი - მინდა შეგახსენოთ, ჩვენს აქციაზე გუშინდელთან შედარებით რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული - ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძალადობის პრევენცია მოხდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამის სრულად გამორიცხვა, თუ ძალადობა არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა, შესაბამისი რადიკალური ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს ძალადობა განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობის პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით.

„რა თქმა უნდა, ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს იმისათვის, რომ ძალადობის პრევენცია მოხდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამის სრულად გამორიცხვა, თუ ძალადობა არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი რადიკალური ძალები იმისათვის, რომ ეს ძალადობა განხორციელდეს. მთავარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით. ეს არის დღევანდელი ხელწერა ჩვენი ხელისუფლების და კონკრეტულად სამართალდამცავი ორგანოების, რითაც განსხვავდება დღევანდელი შსს, მაგალითად: მერაბიშვილის და გახარიას მოქმედებებისგან. ამიტომ ეს არის სტანდარტი, რომელიც აუცილებლად იქნება დაცული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ყველაფერი პრევენციისთვის გაკეთდება“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერი ჟურნალისტებთან საუბრისას არ ასახელებს, რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის თანახმადაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.

„რაც შეეხება უმრავლესობას და უმცირესობას, ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა, ეს კვლევა ჩაატარა ერთ-ერთმა კომპეტენტურმა {ორგანიზაციამ}, მე არ დავასახელებ. თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ, ვისთან შეიძლება ჩვენ ვმუშაობდეთ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი კვალიფიკაციით გამორჩეული გუნდისგან შემდგარი ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, როცა უშუალოდ კანონთან დაკავშირებით დაისვა კითხვა ზუსტად 61% დაფიქსირდა მხარდაჭერა ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ყველა ვხედავთ სად არის საზოგადოების მხარდაჭერა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერ აქციაზე უფრო მეტი ადამიანი იყო, ვიდრე აღნიშნული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე.

„რაც შეეხება აქციებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს აქციაზე, იგივე გუშინდელთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული. რაც, ასევე, აჩვენებს ბუნებრივია, თანაფარდობას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას. რასაც წყვეტს უმრავლესობა, თან მით უმეტეს, რომ ეს არის სწორედ რაციონალური გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს ასახული პარლამენტის მიერ გამოცემულ აქტში“, - აღნიშნა კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს