სალომე ზურაბიშვილი - მრცხვენია, როცა პარლამენტის წევრებისგან, რომელთაც ოდესღაც ვიცნობდი, წარმოუდგენელ სიტყვებს ვკითხულობ, რაც მხოლოდ ერთი რამის ნიშანია, რომ დაშინებული არიან შინაგანად

მრცხვენია, როცა ვკითხულობ პარლამენტის წევრებისგან, რომელთაც ოდესღაც ვიცნობდი, წარმოუდგენელ სიტყვებს, რაც მხოლოდ ერთი რამის ნიშანია, რომ დაშინებული არიან შინაგანად - ეს არის სწორედ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებისგან „ტყუილებს მიჩვეული“ ვართ და მანიპულაციაში დაადანაშაულა.

„ტყუილი, მანიპულაცია, მიხრა-მოხრა, რომ გაუგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება. ტყუილს მიჩვეული ვართ, ვიცით, რომ ეს რუსული კანონი ერთხელ უკვე გაიწვიეს, დაგვიფიცეს, რომ არა, აღარ იქნება, არასდროს აღარ შემოვიტანთო, არა მხოლოდ ჩვენ, ასევე, ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც უთხრეს და ისევ დააყენეს საკითხი, რომელიც რეალურად, არავის სჭირდებოდა. მხოლოდ მათთვის არის, რომ "ჩვენ რაც გვინდა, იმას ვაკეთებთ და არავის, არც შიგნით და არც გარეთ, არ ვემორჩილებით". აგერ საზოგადოების პასუხი...

მანიპულაციაა, როდესაც ერთი ხელით რაღაცაზე საუბრობ, რაღაც დიალოგი, ცვლილებებია და მეორე ხელით, ის რაც გავიგონეთ პრემიერის სიტყვებით, ძალადობა, დაშინება, ტერორი, დაპატიმრება, სრულიად უდანაშაულო ადამიანების. ვერავის დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ. თქვენ თვითონაც არ გჯერათ. შანტაჟები და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. მრცხვენია, როცა ვკითხულობ პარლამენტის წევრებისგან, ვიღაცებისგან, რომელსაც შეიძლება ოდესღაც ვიცნობდი, წარმოუდგენელ სიტყვებს, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის ნიშანი, რომ უკვე დაშინებული არიან თვითონ შინაგანად, ეს არის სწორედ იმ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა“, - დასძინა პრეზიდენტმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე