ვახტანგ გომელაური - სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გაათავისუფლა გრიგორიადისი, რომელიც  პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, ჭკუას გვარიგებს - ერთ ფაქტს ვერ მოიყვანენ, რომ მომიტინგეების გაწევა ან შეზღუდვა პირველებმა დავიწყეთ

ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ პირადად გაათავისუფლა და გამოიყვანა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, დღეს ჭკუას გვარიგებს და მიგვითითებს რა გავაკეთოთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

გომელაურის თქმით, დღეს ან ხვალ აქციებზე თუ მომიტინგეებისგან აგრესია წამოვა, შსს კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრად უპასუხებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ პირადად გაათავისუფლა და გამოიყვანა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, დღეს ჭკუას გვარიგებს და მიგვითითებს რა გავაკეთოთ. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არასოდეს, ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც პრეზიდენტი და ვერცერთი მოქალაქე, რომ ჩვენ მომიტინგეების ან გაწევა ან შეზღუდვა პირველებმა დავიწყეთ.

მაგალითად, გუშინ იყო აქცია, სამი წერტილიდან დაიძრნენ, პოლიცია მშვიდობიანად მივეხმარეთ, მივაცილეთ და გზებიც დავუკეტეთ. პოლიცია პირველი არასდროს არ იწყებს ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტს - მოვუწოდებთ ხოლმე ხშირად - დღესაც და ხვალაც ასე გავაკეთებთ. ჩვენ არანაირი აგრესიის გამოხატვა არ გვინდა და არცა გამოვხატავთ. თუ მომიტინგეებისგან აგრესია წამოვა, ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ“, - აღნიშნა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ვერცერთ ფაქტს ვერ მოიყვანს ვერც პრეზიდენტი და ვერც ოპოზიციის წარმომადგენელი, რომ სამართალდამცავები მივიდნენ და ადამიანების წინააღმდეგ რაიმე საშუალებების გამოყენება დაიწყეს.

„მშვიდობიან აქციას ხელს არასდროს არ ვუშლით, პირიქით ვეხმარებით ხოლმე. მშვიდობიანს ვერ დავარქმევ, როდესაც ქალაქში სკამებს, ურნებს ამტვრევენ და ცეცხლს უკიდებენ. ეს მშვიდობიანი აქცია არ არის და რატომღაც ნათლავენ, რომ მშვიდობიანიაო.

ვერცერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც პრეზიდენტი და ვერც ოპოზიციის წარმომადგენელი, რომ ჩვენ მივედით და ადამიანების წინააღმდეგ რაიმე საშუალებების გამოყენება დავუწყეთ“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს