იაგო ხვიჩია - ხელისუფლებას აქამდე ყველაფერი ეპატია და მიიჩნიეს, რომ პროდასავლური კურსის ცვლილებაც შეიძლება აპატიონ - ახლა თავიანთი წაქეზებული ხალხის გალახვას თვითონ აპირებენ, ეს არის სიმართლე

ჩვენს ხელისუფლებას აქამდე ყველაფერი ეპატია და მიიჩნიეს, რომ პროდასავლური კურსის ცვლილებაც შეიძლება აპატიონ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები, როცა საშუალება ექნებათ, გამოვიდნენ და საკუთარი პროტესტი დააფიქსირონ, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაინახოს, რომ „მათ პოლიტიკურ მოუსავლეთში ქართველი ხალხი არ მიჰყვება“.

„ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იგრძნოს, რომ მათ ამ გადაწყვეტილებას - შეცვალონ ქვეყნის პროდასავლური კურსი, მოსახლეობა არ მიყვება. ამის შეგრძნება ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქამდე ყველაფერი ეპატია და მიიჩნიეს, რომ პროდასავლური კურსის ცვლილებაც შეიძლება აპატიონ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს, როცა საშუალება ექნებათ, გამოვიდნენ და საკუთარი პროტესტი დააფიქსირონ. ეს იქნება არამხოლოდ აქციაზე გამოსვლით, არამედ სოციალურ ქსელებში თუ სხვაგან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და საზოგადოებამ დაინახოს, რომ მათ პოლიტიკურ მოუსავლეთში ქართველი ხალხი არ მიჰყვება“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ამასთან, ის გამოეხმაურა შს მინისტრის განცხადებას, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართ სცადეს პროვოკაცია და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი პროვოკაცია საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა და სწორედ მათი პროვოკაციის შედეგია ქუჩაში გამოსული ხალხი და მათი პროვოკაციის შედეგი უნდათ, რომ სხვას დააბრალონ.

„ყველაზე დიდი პროვოკაცია საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა. სწორედ მათი პროვოკაციის შედეგია ქუჩაში გამოსული ხალხი და მათი პროვოკაციის შედეგი უნდათ, რომ სხვას დააბრალონ. ამწვავებენ სიტუაციას, რომ მერე თქვან, თითქოს რევოლუცია მზადდებოდა, რომელიც მათ აღმოფხვრეს. სინამდვილეში ამ ქვეყანაში ზეიმი მზადდებოდა, რომელიც საფეხბურთო იქნებოდა თუ კანდიდატის სტატუსის მიღების და თვითონ ჩაუშალეს ხალხს. ახლა თავიანთი წაქეზებული ხალხის გალახვას თვითონ აპირებენ - ეს არის სიმართლე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა