მერია - თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზაზე, ვაზისუბანში, წყნეთის გზატკეცილზე, გელოვანის, შატილის, გულუასა და მაჭავარიანის ქუჩებზე.

"სამშენებლო თუ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების ფაქტების აღკვეთა და რეკრეაციული სივრცეების დაცვა მუნიციპალური ინსპექციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით ქმედით ღონისძიებებს ვახორციელებთ, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ გარდა ფინანსური სანქციებისა, სამსახური სამართალდამრღვევს ავალებს დანაგვიანებული ტერიტორიების მოწესრიგებას. გარემოს დანაგვიანებისა და ლანდშაფტური ცვლილების ფაქტებზე რეაგირებას მომავალშიც აქტიურად მოვახდენთ, მოქალაქეებს კი მოვუწოდებთ, სამშენებლო თუ ინერტული ნარჩენი მისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში, კანონის ფარგლებში განათავსონ“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.

მიმდინარე წელს დედაქალაქის მასშტაბით, სამშენებლო და ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების 134 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც დაწესდა ფინანსური სანქციები, სამართალდამრღვევებს კი სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების დასუფთავება დაევალათ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის