სერბეთის პრეზიდენტი დმიტრო კულებას შეხვდა

სერბეთის პრეზიდენტი დმიტრო კულებას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ავრცელებს.

„ჩვენ განვიხილეთ და ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე შევთანხმდით. ასევე, მინისტრ კულებას იმ პრობლემებზე მივუთითე, რომლებსაც სერბეთი აწყდება, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე“, - წერს სერბეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ასევე, ალექსანდრ ვუჩიჩის ცნობით, კიევში სერბეთის ელჩი თავის თანამდებობას ძალიან მალე დაუბრუნდება.

დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელგრადში სერბეთის პრემიერ-მინისტრს, მილოშ ვუჩევიჩსა და სერბ კოლეგას, მარკო ჯურიჩსაც შეხვდა. შეგახსენებთ, კიევში სერბეთის საელჩო უსაფრთხოების მიზნით 2022 წლის მარტის შემდეგ დროებით დაკეტილია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა