ანა დოლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ დრაკონი გააღვიძა

სტუდენტები აუდიტორიებში იყვნენ, მაგრამ იმდენი გააკეთეს, რომ გააღვიძეს ეს სასწაული ძალა - „ქართულმა ოცნებამ“ დრაკონი გააღვიძა, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

ანა დოლიძის მოსაზრებით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოს უპრეცედენტო რაოდენობის უცხოელი მაღალჩინოსანი ეწვია და ეს შეიძლება გახდეს საშუალება იმისა, რომ ხელისუფლებას უკან დაახევინოს.

„ყველა აქციაზე ვიყავი, დღეს საერთოდ სხვა ხალხი ვნახე ჩვენი სტუდენტების სახით. მინდა, ვთქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დრაკონი გააღვიძა. სტუდენტები აუდიტორიებში იყვნენ, მაგრამ იმდენი გააკეთეს, რომ გააღვიძეს ეს სასწაული ძალა და ეს ძალიან მაგარია, პროტესტი გაგრძელდება. დღეს პროცესი პარლამენტში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადავიდა ქუჩაში. სანამ იქნება მუხტი, პროტესტი იქნება ქუჩაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მე, როგორც პოლიტიკოსი არავითარ წინა პლანზე არა ვარ, პოლიტიკოსები მხარს ვუჭერთ იმ დაკვეთას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს და განსაკუთრებით მომავალ თაობას. როგორც კი საჭიროება იქნება, რომ ჩვენ სხვა როლი შევასრულოთ, რა თქმა უნდა, ჩვენს სიმაღლეზე ვიქნებით.

ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ამ კვირაზე. ერთი კვირის განმავლობაში ასეთი დასწრება ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების ძალიან იშვიათია. ერთხელ იყო, როცა რუსეთმა კინაღამ რეალური სამხედრო ოკუპაცია გააკეთა, მაშინ იყვნენ აქ ევროპელი მაღალჩინოსნები. ახლა აქ უპრეცედენტო დასწრებაა და მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება საშუალება, რომ ხალხთან ერთად „ოცნებას“ რაიმე შევაგნებინოთ და უკან დაიხიოს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში