საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალური გაზსადენის 120.9 კილომეტრზე არსებულ სახაზო DN500მმ ონკანზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 17 მაისს 11:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ფასანაურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურს, ასევე სოფლებს: ბანცურთკარსა და ცხვედიათს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა