აჭარის მთავრობის სახლთან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ

აჭარის მთავრობის სახლთან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძეს მიმართავენ და „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებას სთხოვენ.

„მათი კოლეგები ჩვენს თანამოაზრეებზე ძალადობენ და ფიზიკურად უსწორდებიან თბილისში. ჩვენ კი გვინდა ევროპა და ვაჩვენებთ როგორ შეგვიძლია პროტესტი, ამიტომ ვასრულებთ ჰიმნს. დღევანდელი აქციის მონაწილეები არიან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. ჩვენ ერთადერთი მტერი რუსეთი გვყავს. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც იმალება და ხალხთან არ გამოესვლება. არ ვიცი ვისი მთავრობაა, მაგრამ ჩვენი ნამდვილად არაა. ამიტომ „არა რუსულ კანონს”! მოვიდეს თორნიკე რიჟვაძე და დაგველაპარაკოს ძალადობა მაინც დაგმოს, შეიძლება ამ კანონთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. ფაქტია, რომ ძალადობა დასაგმობია, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ამბობენ. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მაგრამ სად არის გამოძიება?! რატომ არ იძიებენ სატელეფონო ზარებს, როდესაც ჩვენ გვემუქრებიან”, - აცხადებენ შეკრებილები.

აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მერაბ ტურავასაც მიმართეს და ძალადობის დაგმობა სთხოვეს.

„ბატონო მერაბ, ვკითხულობთ თქვენს წიგნებს, მაგრამ გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, დაგმეთ ძალადობა!”- მიმართეს აქციის მონაწილეებმა ტურავას.

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის