ეკა გიგაური  ჯიმ ობრაიენთან შეხვედრამდე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე ვისაუბრებთ, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა გვაქვს - ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საქართველო რუსეთს ჩააბაროს

ცხადია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე ვისაუბრებთ, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა გვაქვს. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საქართველო წაიყვანოს რუსეთის მიმართულებით, რუსეთს ჩააბაროს. ეს სამწუხარო მოცემულობა გვაქვს. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ,- ამის შესახებ ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრამდე განაცხადა, რომელიც რამდენიმე წუთში არასამთავრობო სექტორს შეხვდება.

მისივე თქმით, სენატიდან გვახსოვს განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და საქართველოს ევროკავშირს აშორებს, რაც მისი შეფასებით, დამაფიქრებელი განცხადებაა.

“ჩვენ ვისაუბრებთ მიმდინარე მოვლენებზე. ვხედავთ, რომ 1 თვეა მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობს, რასაც არბევენ ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიციელები უკანონო დავალებებს ასრულებენ. ეს არის ხელისუფლების პასუხი მშვიდობიან აქციასა და მოთხოვნაზე, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ცხადია, კანონზე ვისაუბრებთ,

მაგრამ უფრო დიდი პრობლემა გვაქვს. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს საქართველო წაიყვანოს რუსეთის მიმართულებით, რუსეთს ჩააბაროს. ეს სამწუხარო მოცემულობა გვაქვს. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ. არ ვიცით, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები, მაგრამ მათ შორის სენატიდან გვახსოვს განცხადება, სადაც საუბრობენ, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ

განვითარებას, აცილებს საქართველოს ევროკავშირს. ეს დამაფიქრებელი განცხადებაა ყველასთვის, ვინც პარლამენტში აპირებს, რომ ხმა მისცეს ამ კანონს. მგონია, ეს სიტყვები სიტყვებად არ დარჩება,” - აღნიშნა გიგაურმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი ვიზიტის ფარგლებში ისაქართველოს ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ამასთან შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს. დღის განმავლობაში აუდიენცია გაიმართება ოპოზიციასთანაც.

სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ჯიმ ობრაიენი მედიის კითხვებსაც უპასუხებს. ჯიმ ობრაიენს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ბიძინა ივანიშვილმაუარი უთხრა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება