თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას - ჩემი კეთილი რჩევა დაიმახსოვრეთ, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით, მერწმუნეთ, მოხდება ფერადი რევოლუცია იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ძალაუფლება წაგვართვა

ჩემი კეთილი რჩევა დაიმახსოვრეთ, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით, მერწმუნეთ, საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ძალაუფლება წაგვართვა, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის წევრებს.

ჩარკვიანმა სახელისუფლებო გუნდს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, ერთმანეთს ვეჩხუბებით, მაგრამ მართლა იმ პირობებმა განაპირობა საზარელი კონფორმიზმი, რომელსაც როგორმე უნდა მოვცილდეთ, ამაში ის 27 ქვეყანა გვეხმარება, რომელსაც ომი გამოუცხადეთ, ხალხნო, რომლებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთს მოვცილდეთ. მათ რატომ „ეჯინებით“, გამაგებინეთ, ხალხნო? ახალგაზრდებს რატომ „ეჯინებით“? მომავალი თაობაა, დიდი რაოდენობის ტალღაა. ჩემი კეთილი რჩევა დაიმახსოვრეთ, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით, მერწმუნეთ, საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება წაგვართვა. საქართველო დგას გადაბარების წინაშე.

მინდა, ირაკლი ზარქუას ვუთხრა, ასეთი ფრაზა თქვა - არჩევნებზე გავაკეთოთო. კი მაგრამ, თქვენ დალოცვილებო, რატომ შემოაბრუნეთ ეს კანონი არჩევნებამდე, ამაზე არ გიფიქრიათ? ვინ არს ასე დაინტერესებული რომ კანონი შემოაბრუნეთ? ამიტომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღეთ, გაიგეთ რასაც გეუბნებით, გაუფრთხილდით საკუთარ ოჯახებს, გაიწვიეთ ეს კანონი, ეს სამარცხვინო, მოღალატეობრივი კანონი“, - განაცხადა ჩარკვიანმა, რის შემდეგაც მას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა, რომ „სიძულვილის ენით არ ესაუბრა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება