სალომე სამადაშვილი - თუ თქვენ დღეს კანონს მესამე მოსმენით მიიღებთ, ეს პიროსის გამარჯვება იქნება - მართალია მაღალი IQ გაქვთ, მაგრამ მაინც აგიხსნით, რომ ეს არის გამარჯვება, რომლის შედეგადაც ყველაფერს კარგავ!

შეგიძლიათ ზუსტად იცოდეთ, თუ თქვენ დღეს კანონს მესამე მოსმენით მიიღებთ, ეს პიროსის გამარჯვება იქნება - მართალია მაღალი IQ გაქვთ, მაგრამ მაინც აგიხსნით, რომ ეს არის გამარჯვება, რომლის შედეგადაც კარგავ ყველაფერს! - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც სამადაშვილმა ამ კონტექსტში ხელისუფლების მისამართით აღნიშნა, მათ კარგი გამოსავალი აღარ აქვთ.

„თქვენ დაკარგეთ ეს ქვეყანა! თქვენ დაკარგეთ ამ ქვეყანაში საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა! ამიტომ არის, რომ დღეს ამ კანონის მიღება პოლიციური რეჟიმის პირობებში გიწევთ. საქართველო პოლიციური სახელმწიფო არასდროს იქნება - საქართველო თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო იქნება და საბჭოეთისა და რუსეთის უკანასკნელი კუდის მოქნევას, რასაც თქვენ დღეს პარლამენტში გააფორმებთ, ქართველი ხალხი შეეწინააღმდეგება, რომელსაც თავისუფალ საქართველოში დაბადებული, თავისუფალი თაობა უძღვის წინ - მათ შორის თქვენი შვილები და თქვენი ოჯახის წევრები. რაც შეეხება თქვენს მომავალს, თქვენი მომავალი სახარბიელოდ არ გამოიყურება. შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, რომ მე, ისევე, როგორც ჩემი ბევრი კოლეგა, უზრუნველყოფს იმას, რომ კანონით მინიჭებული ყველა უფლებით ისარგებლოთ, რადგან საზოგადოების რისხვა, რომელიც თავს დაგატყდებათ, ძალიან მძიმე იქნება“, - მიმართა სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

„ლელოს“ დეპუტატს პარლამენტის სპიკერატიდან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უპასუხა.

„ვიცით, კარადაში ტყავის ლაბადა რომ გაქვთ გამზადებული, თავისი მაუზერით. გადმოიღებთ სიამოვნებით და ტყვიას დაგვაჭედებთ, ზუსტად ეგრე იზამთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა სამადაშვილის პასუხად.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო