გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ჯიმ ობრაიანთან შეხვედრისას სანქციებზე იქნება საუბარი

ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ქვეყანას და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, ყველაზე დიდი სანქცია ხალხმა უნდა დაადოს და ასეც იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრამდე განაცხადა, რომელიც რამდენიმე წუთში ოპოზიციას შეხვდება.

ვაშაძის თქმით, ის ფიქრობს, რომ ობრაიანთან შეხვედრისას იქნება სანქციებზე საუბარი.

„ეს ვიზიტი პირველ რიგში, არის ათი ათასობით და ასი ათასობით ხალხის, რომელიც ქუჩაში გამოდის, მთელი საქართველოს, რომელიც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია, მხარდაჭერა. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ერთიანობას სრული მხარდაჭერა ექნება და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. დღეს ბრიტანეთის თავდაცვის კონგრესის მინისტრმა ძალიან კონკრეტულად თქვა, რომ ეს არის ფაქტობრივად რუსული სპეცოპერაცია, რომელიც საქართველოში ტარდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან გატეხილია დღეს „ქართული ოცნება“. კარგად იციან, რამხელა დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიან ქვეყნის და ერის წინაშე. დანარჩენი უკვე ჩვენს ერთიანობაზე, განგრძობად პროცესზეა.

რაც შეეხება სანქციებს, ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ამაზე იქნება საუბარი, მაგრამ ყველაზე დიდი სანქცია, ყველა იმ ადამიანს, დღეს ვინც ქვეყანას და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, ხალხმა უნდა დაადოს და ესეც იქნება. ძალიან ახლოსაა გამარჯვება და ჩვენ ამას ვიზეიმებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ამასთან შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს. აუდიენცია გაიმართება არასამთავრობო სექტორთან.

სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ჯიმ ობრაიენი მედიის კითხვებსაც უპასუხებს.

ჯიმ ობრაიენს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად