ანრი ოხანაშვილი - მხარი დაუჭირეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას - მხარი დაუჭირეთ გამჭვირვალობას!

მხარი დაუჭირეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას - მხარი დაუჭირეთ გამჭვირვალობას! - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილის პლენარულ სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას გააკეთა.

ოხანაშვილმა და ასევე სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებისგან რედაქციული ხასიათის შენიშვნების დაფიქსირება მოითხოვეს. იმის გათვალისწინებით, რომ რედაქციული მოსაზრებების გამოთქმის სურვილი არავის ჰქონდა, პროექტის მესამე მოსმენით განხილვის პროცედურა დაახლოებით 2 წუთში დასრულდა.

პაპუაშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა ისიც, რომ სიმართლის მხარეს არ არიან და ამიტომ არაფერი აქვთ სათქმელი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება