ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ დამარცხებულია, ამას სჭირდება ჩვენ მიერ გაფორმება - ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ტრიბუნის და საშუალების გამოყენებით - ქუჩაშიც, პარლამენტშიც

„ქართული ოცნება“ დღეს დამარცხებულია, ამას სჭირდება ჩვენ მიერ გაფორმება - ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ტრიბუნის და საშუალების გამოყენებით - ქუჩაშიც, პარლამენტშიც,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა იმოქმედოს, რათა „ხელისუფლება ჩაბარდეს პოლიტიკურ წარსულს“.

„ქართულმა ოცნებამ“, მისმა სადეპუტატო დაჯგუფებამ მთლიანად გაიყვანა ქვეყანა საკონსტიტუციო ფარგლებს გარეთ და უზრუნველყო ის, რომ შენობაში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, მიიღო კანონი, რომელმაც ეს დამოუკიდებლობის აქტი ფაქტობრივად გააუქმა და შეცვალა ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო ვექტორი. უნდა გვესმოდეს, რომ ამ მოცემულობაში არ გვაქვს საშუალება, კანონის მიღმა გასულ ხელისუფლებას ერთი ამოსუნთქვით შევაცვლევინოთ კურსი. ამას სჭირდება მომზადება, თითოეული ჩვენგანის ერთობა, განგრძობითად მუშაობა, წინააღმდეგობა, პროტესტი. ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ხელისუფლება ჩაბარდეს პოლიტიკურ წარსულს. „ქართული ოცნება“ დღეს დამარცხებულია, ამას სჭირდება ჩვენ მიერ გაფორმება. ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ტრიბუნის და საშუალების გამოყენებით - ქუჩაშიც, პარლამენტშიც. „ქართული ოცნებიდან“ არავის მივცემთ იმის კომფორტს, რომ როგორც დღეს უნდოდათ, თავის ჭკუაზე მიეღოთ კანონი ისე, რომ ხმა არ გამოსულიყო პარლამენტის შენობიდან. როგორც გუშინ კომიტეტზე მიიღეს მალულად, ფარულად - ამის საშუალება არ ექნებათ. თუ გვინდა, მუხტი შევინარჩუნოთ საზოგადოებაში, თუ გვინდა, რომ ისინი საბოლოოდ დავამარცხოთ და წერტილი დავუსვათ, გვჭირდება ბრძოლა გაათმაგებული შემართებით. მოვუწოდებთ ყველა თავისუფლად მოაზროვნე, თავისუფალ მოქალაქეს, დღეს, ხვალ და მომდევნო კვირების, თვეების განმავლობაში ვიდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია