პარლამენტთან მისასვლელ ყველა გზას, გარდა შენობის წინა პერიმეტრისა პოლიცია და სპეცრაზმი აკონტროლებს - ტერიტორია მომიტინგეებისგან გათავისუფლებულია

სამართალდამცავებმა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელები - ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ამ მომენტისათვის პარლამენტთან მისასვლელი ყველა გზა, გარდა საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრისა, აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და პოლიციელები პარლამენტის წინ მდებარე კიბეებზეც არიან განლაგებულები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს