თინა ბოკუჩავა - საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროპელები ამბობენ, რომ ევროპის გული სწორედ თბილისშია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს ევროპული მომავლის დასაცავად

დღეს საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროპელები ამბობენ, რომ ევროპის გული არის სწორედ თბილისში, ევროპის დედაქალაქი არის სწორედ თბილისი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ევროპელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს ევროპული მომავლის დასაცავად.

„ეს იყო გზავნილები, როდესაც ჩვენ შევხვდით გერმანიის და ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს, დღეს კიდევ დაემატა სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებიც აცხადებენ მზაობას, რომ ქართველ ხალხთან ერთად დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთის მხრივ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ამისთვის იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფებს, ეს არის ტერორი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ასევე ბრძოლა გამოუცხადა დასავლეთს და ცდილობს, რომ ის ისტორიული არჩევანი, რომლის რეალიზების შესაძლებლობა ახლა მართლაც უნიკალურია საქართველოსთვის, წაართვას.

მაგრამ მე როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ საქართველოს ევროპული მომავლის რეალიზებაში, სისრულეში მოყვანაში, რადგან ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს, თუმცა, რა თქმა უნდა, აქ არის ჩვენი პასუხისმგებლობაც და მე ვაპირებ, რომ ამაზეც ვისაუბრო ევროპულ ლიდერებთან და ეს არის ოპოზიციური გაერთიანება. ეს არის ხალხის დაკვეთა, ხალხი არის ერთიანი, ხალხი არის კონსოლიდირებული, ყოველდღიურად მათთან ერთად ვდგავარ როგორც ერთი რიგითი პროტესტანტი და ისინი ყოველთვის საუბრობენ ერთობის მნიშვნელობაზე მაშინ, როდესაც ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის