თინა ბოკუჩავა - ჯიმ ო’ბრაიენმა ღიად თქვა, რომ თუ გაგრძელდება ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებს გამოიყენებს, რომელიც დეპუტატებს და იმ მოძალადეებს შეეხება, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ ჯგუფებს

ჯიმ ო’ბრაიენმა არა მხოლოდ მიანიშნა, არამედ ღიად თქვა, რომ თუ გაგრძელდება ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებს გამოიყენებს, რომელიც დეპუტატებს და იმ მოძალადეებს შეეხება, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ ჯგუფებს და თავს ესხმიან ახალგაზრდებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორს ახორციელებს.

“ჯიმ ო’ბრაიენმა კონკრეტულად ახსენა, რომ ეს იქნება ფინანსური და სამოგზაურო სანქციები, რაც გულისხმობს სამოგზაურო შეზღუდვებს ანუ ვიზების შეზღუდვებს, ასევე ფინანსურ სანქციებს. ეს სავარაუდოდ შეეხება დეპუტატებს, მაგრამ ასევე იმ მოძალადეებს, რომლებიც ძალადობრივ ჯგუფებს აორგანიზებენ, თავს ესხმიან ახალგაზრდებს.

გუშინ გამორჩეული აქტივისტის, დავით ქაცარავას შემზარავი, უსასტიკესი ცემა ვნახეთ. ამგვარი მიზანმიმართული საზოგადოების დატერორება და დაშინების მცდელობა იქონიებს მხოლოდ და მხოლოდ უკუეფექტს, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციით და ერთობით შევალთ იმ საბოლოო ბრძოლაში, რომელიც ქართველი ხალხისთვის მოიტანს გამარჯვებას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება