ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს და პირველ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის შესახებ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს.

„ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პირველ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე. მხოლოდ უკრაინაში სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას შეუძლია ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა