ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდნენ

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ.

საგრეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ.

რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.

“საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია და, როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხი ამას მხარს უჭერს, ასე რომ, ამაში ერთად ვართ. მარტონი არ არიან, ქართველი ხალხი მარტო არ არის,” - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ "ინტერპრესნიუსთან".

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება