ბექა ლილუაშვილი - უბედურება, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს ქვეყნის ეკონომიკას ამ შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე ეს არის მისი ფინანსური სისტემის ჩამოშლა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე შესაძლოა ქვეყნის ფინანსური სისტემა ჩამოიშალოს.

მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ვეტო დაძლია, ამ კანონით გამოწვეული პრობლემები ყველას შეეხება, მიუხედავად განწყობებისა.

ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მოქმედი ბანკების აქციების ფასების ვარდნის ამსახველ დიაგრამას აქვეყნებს.

„შესაძლო უბედურება, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს ქვეყნის ეკონომიკას ამ შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე ეს არის მისი ფინანსური სისტემის ჩამოშლა, განსაკუთრებით შესაძლო სანქციების დაწესების ფონზე.

ყველა უნდა გამოვხატოთ პროტესტი რომ ეს ვეტო არ დაიძლიოს, თორემ მერე ყველას შეეხება პრობლემები მისი პოლიტიკური განწყობის მიუხედავად. ორი ბანკის აქციების ფასის ვარდნა 1 დღეში”, - წერს ბექა ლილუაშვილი FACEBOOK-ზე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში