საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი თბილისის ურბანულ ნარგაობებში არსებულ დიდტანიან მერქნიან მცენარეებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგარარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის - მაგისტრატურა, აგრარული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ანდიაშვილი მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის ინოვაციური მეთოდის პრაქტიკაში გამოყენებაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, გიორგი ანდიაშვილის სამაგისტრო თემის - „იმპულსური ტომოგრაფია - მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის კვლევის ინოვაციური მეთოდი. პრაქტიკული გამოყენება“, ხელმძღვანელია ბიოლოგიიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირინე დანელია.

გიორგი ანდიაშვილის თქმით, პროექტის მიზანია, თბილისის ურბანულ ნარგაობებში პოტენციური რისკის შემცველი ინდივიდების გამოვლენა თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდის - იმპულსური ტომოგრაფიის - გამოყენებით.

„პირველი ეტაპი დაეთმობა საველე გასვლების დაგეგმვას. დადგინდება ზუსტი ლოკაციები და მოინიშნება საკვლევი ხეები. მომდევნო ეტაპზე, იმპულსური ტომოგრაფის გამოყენებით ჩატარდება ხეების კვლევა. შეგროვდება ნიმუშები, ჩატარდება მათი ენტომოლოგიური და ფიტოპათოლოგიური კვლევა. თბილისის ურბანულ ნარგაობებში არსებული დიდტანიანი მერქნიანი მცენარეების კვლევა, ადრეული დიაგნოსტიკისა და მოსალოდნელი რისკების შეფასების მიზნით, მეტად აქტუალური და მოთხოვნადია. ასევე, მნიშვნელოვანია მცენარეების მავნე ორგანიზმების (მავნებლები, პათოგენები) კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება. კლიმატის ცვლილების ტენდენციები და სხვადასხვა აბიოტური სტრესორები სერიოზულ გავლენას ახდენს ერთის მხრივ, მცენარეთა ჯანმრთელობაზე, მეორე მხრივ, მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და ქცევაზე. ყოველივე განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ქალაქის ბაღ-პარკებსა და რეკრეაციულ ზონებში არსებულ დიდტანიან, ისტორიული მნიშვნელობის მქონე მერქნიან მცენარეებს. იმპულსური ტომოგრაფიის პრაქტიკაში დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის შესაბამისი სამსახურების მიერ დროული და ეფექტური ღონისძიებების გატარებას“, - აცხადებს მაგისტრანტი.

სტუ-ის ინფორმაციით, იმპულსური ტომოგრაფია ერთ-ერთი ინოვაციური მეთოდია, რომელიც ეფექტურად გამოიყენება მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის და ურბანული გამწვანებისათვის დადებითი შედეგების მომტანია.

„მსოფლიოში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ურბანულ გარემოში ცხოვრობს. ურბანიზაციის ტემპისა და მასშტაბების მატებასთან ერთად მატულობს ხმაურის დონე, ჰაერის გაჭუჭყიანება, ხოლო მცენარეული საფარი პირიქით, მცირდება. ცნობილია, რომ ურბანული სივრცეების გამწვანება აუმჯობესებს ქალაქის მიკროკლიმატს, ამიტომ აუცილებელია არსებული ხელოვნური ნარგაობების შენარჩუნება, მათი მუდმივი მონიტორინგის და დროული ეფექტური ღონისძიებების შემუშავების გზით. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ საქმეებს ამარტივებს და უფრო ხარისხიანს ხდის. სამაგისტრო მიგნებები გამოყენებული იქნება ურბანულ გარემოში ჭადრის Platanus spp. ნარგაობების მართვის პროტოკოლის შესამუშავებლად. გამოკვლეულ ხეებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების მიზეზების დადგენა (პათოგენების იდენტიფიკაცია) ხელს შეუწყობს ამ დაზიანებების შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავებას“, - აცხადებს გიორგი ანდიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო