პაატა მანჯგალაძე - მივმართავ პაპუაშვილს და კობახიძეს, გარწმუნებთ, ივანიშვილი გაიქცევა და წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს - თქვენი ადგილი თვითმფრინავში არ იქნება, ნუ ჩაყვებით მას პოლიტიკურ მოუსავლეთში

მივმართავ პაპუაშვილს და კობახიძეს, გარწმუნებთ, რომ ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა და თქვენზე უფრო ადრე წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს. თქვენი ადგილი ამ თვითმფრინავში არ იქნება და ნუ ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე პრემიერობის ნაცვლად, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის საბანკო წარმომადგენლად მოგვევლინა.

„კობახიძე ერთი კვირა საუბრობს, რომ ივანიშვილს 2 მილიარდს თუ არ დაუბრუნებს [დასავლეთი], ისე არც ერთ პარტნიორს არ შეხვდებაო, დასავლური კურსიდან გადაჩეხავს ქვეყანასო. ამაზე აყოლილია პაპუაშვილიც. ვურჩევ შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს, დაანებეთ თავი ბიძინა ივანიშვილის კერძო და პირადი ინტერესებისთვის საქართველოს ინტერესების ღალატს და შეწირვას. მივმართავ პაპუაშვილს და კობახიძეს, გარწმუნებთ, რომ ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა და თქვენზე უფრო ადრე წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს. თქვენი ადგილი იმ თვითმფრინავში არ იქება და ნუ ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის კოლეგიალური რჩევა. დაფიქრდით ამაზე. იფიქრეთ თქვენს პოლიტიკურ მომავალზე. ივანიშვილს იმდენი აქვს გადამალული „შავი ფული“, შეუძლია სიკვდილამდე არხეინად იცხოვროს, მაგრამ თქვენ შეგრცხვებათ, რომ მასთან ერთად იდექით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სანქციების დაწესება რეალურია.

„რა დასანქცირება არ ელოდება?! სპარტაკის სულმა გაიღვიძა მამუკა მდინარაძეში, მე დამასანქცირეთ ყველას ნაცვლადო იძახის. რეალური გახდა სანქცირება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე