პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაასრულა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რელიგიური კონფესიები სრულად უჭერენ მხარს „ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონის პროექტს.

როგორც პაპუაშვილმა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ მხარდაჭერით საბოლოოდ სრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მუშაობა და პარლამენტს საერთო მოსაზრებები გადაცემა.

„საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში დღეს მქონდა შეხვედრა სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებთან, როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე სომხური ეკლესიის, ებრაელთა თემის, იეზიდების, კათოლიკეების, მუსლიმური თემის, ბაპტისტური ეკლესიის, ყველა ძირითადი რელიგიის წარმომადგენელთან გვქონდა საუბარი იმ კონსტიტუციური კანონის პროექტზე, რომელიც ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას ეხება. დეტალურად განვიხილეთ საკითხები. სრული მხარდაჭერა არის რელიგიური კონფესიების მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით. ამ მხარდაჭერით ჩვენ საბოლოოდ ვასრულებთ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მუშაობას და პარლამენტს გადავცემთ შესაბამისად იმ საერთო მოსაზრებებს, რომელიც 11 შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბდა და რა პოზიციაც აქვს საზოგადოებას ამ კანონთან დაკავშირებით. ეს არის სრული მხარდაჭერა, ამიტომ, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ახლა უკვე საპარლამენტო ფორმატში გააგრძელოს ამ კონსტიტუციურ კანონის პროექტზე მსჯელობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის