შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მიერ ევროპული პლატფორმის შექმნის იდეაზე - ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ მას არ აინტერესებს კონსტიტუცია, ამ სახელმწიფოს ნაწილად თავს არ მიიჩნევს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპული პლატფორმის შექმნის იდეა კონსტიტუციის დარღვევის დაანონსებაა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის კიდევ ერთი დაანონსება კონსტიტუციის დარღვევის. სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ უკვე უხეშად, ღიად დაარღვია კონსტიტუცია, ეს სასამართლო დონეზე აღიარებული და დადასტურებულია. პოლიტიკური განაჩენიც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ამასთან დაკავშირებით არის. ახლა ის ხელახლა აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ მას არ აინტერესებს კონსტიტუცია. ხედავთ, რომ ის თავს არ მიიჩნევს ამ სახელმწიფოს ნაწილად. ასეთი ფაქტები ადასტურებს, რომ ის თავს არ მიიჩნევს. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უპატივცემლობა, ხოლო კონსტიტუცია ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტი და ფურცელზე დატანილი ტექსტი. ეს არის ქართველი ხალხის უზენაესი ნება. როცა ამ ნებას უგულებელყოს და არღვევს ადამიანი, რომელსაც უკავია პრეზიდენტის თანამდებობა, ეს რა თქმა უნდა, არის სახელმწიფოს არ აღიარება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რამდენიმე კვირაა ევროპული პლატფორმის შექმნაზე მუშაობს. მისივე თქმით, ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "უახლოესი მომავალი არჩევნებისთვის მობილიზაციაა, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ.“

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს